X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო კურსი პოლიტიკური პარტიების წევრთათვის

2008 / 11 / 14

2008 წლის 14 ნოემბერს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური პარტიების წევრთათვის განკუთვნილი სასწავლო კურსი.

სამწლიან პროგრამას განახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სწავლების გზით, საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება. სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები, მონაცემთა ანალიზი, საერთაშორისო ურთიერთობები, კონსიტუციონალიზმი, სამართლებრივი ჩარჩოები და სხვა.

ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ დენის კეფე; საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი; პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.