X

ლექციები და ტრენინგები

სემინარი -“ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: მთავარი გამოწვევები”

2009 / 06 / 18

2009 წლის 18 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სემინარი -“ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: მთავარი გამოწვევები”. სემინარს უძღვებოდა  მამუკა კომახია, ბთკკ-პოლიტიკის კვლევის ჯგუფის, ეთნიკური უმცირესობების პროგრამის დირექტორი. სემინარს ესწრებოდნენ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის (შვედეთი) ერთობლივი პროექტის, “ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.