X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია“

2009 / 07 / 21

2009 წლის 20-21 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის რესურს ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია - „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც წაიკითხა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, არმენ ამირხანიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ეთნიკური ჯგუფების გაძლიერება, საჯარო პოლიტიკის დებატებში ჩართულობისათვის“, რომელსაც აფინანსებს ფინეთის მთავრობა და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.