X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა“

2009 / 09 / 09

2009 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის პროფესორ დანიელ უორნერის საჯარო ლექციას.

პროფესორმა უორნერმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

დოქტორი ვორნერი ამჰერსტის კოლეჯის ბაკალვრია და ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტის დოქტორის ხარისხს ფლობს პოლიტიკის მეცნიერებებში. მისი წიგნი „პასუხისმგებლობის ეთიკა საერთაშორისო ურთიერთობებში“ ჯენევის აკადემიური საზოგადოების მარი შეპლერის პრიზის მფლობელი გახდა 1991 წელს.

პროფესორი უორნერი წერს და ლექციებს კითხულობს ეთიკაზე, ლტოლვილებსა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებზე. ის 11 წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი და არაერთი სტატიის ავტორია. მისი ნაშრომები ნათარგმნია ფრანგულად, გერმანულად, რუსულად, არაბულად და ირანულად. ის ლექციებს კუთხულობდა ოქსფორდში, კემბრიჯში, ჰარვარდში, იელში, მოსკოვისა და სორბონის უნივერსიტეტებში. ის მიწვეული მეცნიერი იყო ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში, ჩინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იაპონიის ფონდსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.