X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია „საქართველოში საჯარო სექტორის რეფორმა“

2005 / 10 / 07

2005 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ახალი ზელანდიის ყიფილი ფინანსთა მინისტრის, რუთ რიჩარდსონის ორდღიანი საჯარო ლექცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის მეცნიერ-თანამშრომლები და საჯარო ადმინისტრაციის სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულმა მომხსენებელმა დამსწრეთ საკუთარი მოსაზრებები გააცნო საქართველოში საჯარო სექტორში მიმდინარე რეფომრების შესახებ. მან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და სამთავრობო რეფორმები, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანამ განაგრძოს ეკონომიკური კეთილდღეობის  განვითარების  გზა. რიჩარდსონს მიაჩნია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, რომელიც განიცდის რეფორმების ნაკლებობას, ოთხი ტიპის სტრუქტურული დეფიციტი არსებობს:

  • მმართველობის – არჩეულ პოლიტიკოსებს არ აქვთ სტრატეგიული კონტროლის უნარები და მთავრობას არ გააჩნია გრძელვადიანი რეფორმის სტრატეგია. რიჩარდსონის აზრით საქართველო განიცდის დიდ სტრატეგიულ დეფიციტს. 
  • პროდუქტიულობა – სახელმწიფო სააგენტოებს არ აქვთ უნარები და მოტივაცია, რომ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო.
  • ინსტიტუციური – ვერ ხერხდება ისეთი საზიანო ქმედებების პრევენცია და აღკვეთა, როგორიცაა კორუფცია. დიდი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი კორუფციისა და არაეფექტურობის მთავარი გამომწვევი მიზეზია.
  • ფინანსური –  არსებობს ანგარიშებისა  და ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფოს მზარდი ვალის მუდმივი პრობლემა. მზარდი ვალი იწვევს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს. რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკის განვითარებას.

რიჩარდსონის აზრით, იმისათვის, რომ რეფორმებმა საქართველოში იმუშაონ საჭიროა, რომ რეფორმები იყოს არა მარტო ყოვლისმომცველი, არამედ უნდა შეიცვალოს მათდამი დამოკიდებულებაც. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.