X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოპოლიტიკაზე

2010 / 04 / 07

2010 წლის 7 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოპოლიტიკის შესახებ. ლექციას უხელმძღვანელა ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორმა არნონ სოფერმა. მან განიხილა დემოგრაფიის, ბუნებრივი რესურსებისა და კლიმატის ცვლილების გავლენა სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკაზე აღნიშნულ რეგიონში. პროფესორმა ხაზი გაუსვა ისრაელსა და საქართველოს, როგორც უსაფრთხოების პრობლემის მქონე სახელმწიფოებს გამომდინარე ორივე ქვეყნის დაბალი ბუნებრივი მატებიდან. ლექციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. ლექციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სხვადასხვა სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები, ასევე ანალიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.