X

ლექციები და ტრენინგები

სემინარი - „სოციალური ინტეგრაციის საკითხები“

2009 / 05 / 11

2009 წლის 11 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა სემინარს „სოციალური ინტეგრაციის საკითხები“, რომელსაც უძღვებოდა ლატვიის რესპუბლიკის სპეციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნილს მუიზნიეკსი. მუიზნიეკსი ამჟამად სოციალური და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის (რიგა) ხელმძღვანელია. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა სოციალური ინტეგრაციის ბალტიური გამოცდილება, ისაუბრა ამ თემის მნიშვნელობაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სამართლებრივ შედეგებსა და ნატო-სა და ევროკავშირის მოთხოვნებზე. აღნიშნული სემინარი იყო მეორე  ტრენინგისა და დიალოგისათვის მიძღვნილ სერიებს შორის, რომელიც ტარდება პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში: კომპეტენციის ზრდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა და ხორციელდება უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტისა (შვედეთი) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ისევე როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.