X

ლექციები და ტრენინგები

სემინარი მარნეულში 2008 აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები

2009 / 05 / 13

2009 წლის 13 მაისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტთან (შვედეთი) თანამშრომლობით, მარნეულში ჩაატარა სემინარი. აღნიშნული სემინარი მესამე იყო ტრენინგისა და დიალოგისათვის მიძღვნილ სერიებს შორის, რომელიც ტარდება პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში: კომპეტენციის ზრდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე“ ფარგლებში და აფინანსებს შვედეთის მთავრობა. სემინარის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა და ფონდის მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე პაპავამ, თემებზე “რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები: 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები და შედეგები“ და „საქართველოს ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში და დახმარების გადანაწილება ომის შემგდომ ერაში“. ორივე ლექციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისევე როგორც სტუდენტები. ლექციების შემდეგ გაიმართა საინტერსო დისკუსია საქართველოს თანამედროვე პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.