X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია “მედია და პოლიტიკა: ამერიკული და პოსტ-საბჭოთა გამოცდილება”

2010 / 10 / 05

2010 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, უმასპინძლა ბატონი ვიქტორ ეშის საჯარო ლექციას, “მედია და პოლიტიკა: ამერიკული და პოსტ-საბჭოთა გამოცდილება”. პოლონეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, ბატონი ეში დღესდღეობით არის ა.შ.შ.-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული ბეჭვდითი და ელექტრონული მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია პროფესიონალური ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების საკითხების გარშემო. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.