X

ლექციები და ტრენინგები

ლექციების სერია პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ ფარგლებში

2008 / 04 / 10

2008 წლის 8-10 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დელჰაუსის უნივერსიტეტის (ჰალიფაქსი) მოწვეულმა ლექტორმა, დენ ტუკერმა ჩაატარა ლექციების სერია, პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი 2007-2008-ს“ ფარგლებში.

ტუკერი ლიდერობისა და ცვლილებების მართვის ექსპერტია. ის ამჟამად უფროსი მრჩეველი და მოწვეული ლექტორია დელჰაუსის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სკოლაში, სადაც ის კითხულობს კურსებს შრომითი ურთიერთობებისა და ცვლილებების მართვაზე.

სწავლების ეს მოდული 2007-2008 წლლების ბოლო მოდულია პოლიტიკის ანალიზის გუნდების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დასრულდება ივნისში. ამჟამად ჯგუფის წევრები მუშაობენ პოლიტიკის დოკუმენტის დასრულებაზე. მათი მენტორები არიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის მკვლევარი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა; ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და კანადის უფროსი ტექნიკური მრჩეველი, პოლ ბრაუნი, დელჰაუსის უნივერსიტეტიდან.

პროექტი „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი“ ხელს უწყობს საჯარო სექტორის რეფორმირებას 2003 წლიდან, საქართველოს მთავრობის პროფესიული შესაძლებლობების გაზრდითა და კომპეტენციის ამაღლებით, გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანითა და საჯარო ადმინისტრირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება-გაცნობით. უფრო კონკრეტულად კი პროგრამა აძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს ამოიცნოს, დახვეწოს და დანერგოს საჯარო პოლიტიკის შესაძლებლობები და ალტერნატივები.

პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. ყველა მათგანი რეფორმაზე ორიენტირებულია და წარსულშიც მონაწილეობდა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ პროგრამაში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.