X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2011 / 06 / 17

2011 წლის 17 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა” 2010-2011 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შევედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დიან იანსე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი, შიპუ ინტერნატიონალ-ის წარმომადგენელი, ბ-ნი როლფ ეიდენ და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი, ბ-ნი ეკე ნომი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსანდრე რონდელმა და მისმა აღმატებულებამ დიან იანსემ. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პროგრამის სხვადასხვა ნაკადის მონაწილეები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადობისა და პრესის წარმომადგენლები.  ღონისძიება დასრულდა ოფიციალური წვეულებით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.