X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია ახალქალაქში სოციალური და პოლიტიკური კვლევის მეთოდები შესახებ

2011 / 12 / 24

2011 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისში, ქ.ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), ჩატარდა ლექცია - სოციალური და პოლიტიკური კვლევის მეთოდები. ლექციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ლექცია წაიკითხა კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრის პროექტების კორდინატორმა, პროფესორმა თინათინ ზურაბიშვილმა.

ლექცია ჩატარდა პროექტის - ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე - დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის ოფისში. თ. ზურაბიშვილის ლექცია არის პროექტის პირველი კომპონენტის ნაწილი, რაც მოიცავს უნარების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.        

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.