ლექციები და ტრენინგები
პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის დასრულების ცერემონია
2012 წლის 17 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კველვის ფონდში გაიმართა "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის" პროგრამის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონია.
პროექტი "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა" ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გაიარეს 11-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა პოლიტიკის ანალიზს, პოლიტიკურ სოციოლოგიას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, საქართველოს ეკონომიკას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიებს და სხვა.
პროექტი წარმატებით დაასრულა 16 პოლიტიკური პარტიის 29 წარმომადგენელმა.
პროექტის დახურვის ცერემონიაზე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იასუბრეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მმართველობისა და დემოკრატიის ოფისის განყოფილების უფროსმა, სიუზან ქოულიმ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა საქართველოში, ანდრეა ქირბსმა და პროექტების ხელმძღვანელმა ჯეიკ ჯონსმა. პროექტის წარმატებაზე ასევე ისაუბრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მათ შორის, მანანა ნაჭყებიამ, გიორგი თარგამაძემ, სერგო ჯავახაძემ, ჯონდი ბაღათურიამ, გურამ ჩახვაძემ და გიორგი კანდელაკმა.