X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის პირველი სალექციო კურსი

2014 / 01 / 21

2014 წლის 21 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყო პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ჯეი-თი-აი კავკასუსის (JTI Caucasus) ფინანსური მხარდაჭერით. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების პროცესს, ამისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემუშავებულია ოთხთვიანი სასწალო პროგრამა. პროგრამის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: პოლიტიკის თეორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები და მასმედია. 

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე რიგით მეორე პროექტია, ჯეი-თი-აი კავკასუსის დაფინანსებული და ჩვენს ფონდში განხორციელებული,  რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება სამოქალაქო სექტორის განვითრებას უწყობს ხელს. 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.