X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „შეუზღუდავი ომი: საქართველოს მაგალითი“

2014 / 02 / 05

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ელჩ დავიდ სმიტის საჯარო ლექცია „შეუზღუდავი ომი: საქართველოს მაგალითი“. სმიტმა დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე კვლევითი პროექტის დროს გაკეთებული რიგი დაკვირვევები გააცნო. შეუზღუდავი ომის კონცეფცია გავრცელდა 1999 წელს ორი  ჩინელი უფროსი კოლონელის მიერ - ვანგ სიანგშუი და ქიაო ლიანგი. დავიდ სმიტის აზრით, დასავლეთში მოცემული კონცეფცია ბევრმა არასწორად გაიგო. ვანგისა და ქიაოს კონცეფცია წარმოადგენს ომის სტრატეგიის საფუძვლიან აღწერას და გვთავაზობს გლობალიზაციის ხანაში ომის ბუნების ცვლილების საკმაოდ კარგ ახსნას. მან აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი შეუზღუდავი ომი იყოს უკონტროლო და სასტიკი. ტრადიციული ომი ათასობით წლის განმავლობაში შემოიფარგლებოდა ჯარისკაცების, ბრძოლის ველის და იარაღის სტადნარტული გაგებით. შეუზღუდავ ომში ჯარისკაცი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ბრძოლის ველი შეიძლება იყოს ყველგან და არსადაც, იარაღად შეიძლება იქცეს საყოველთაო მოხმარების ისეთი საგნები როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერი. ლექციის დროს ელჩმა სმიტმა შეუზღუდავი ომის ბევრი მაგალითი მოიყვანა, თუმცა ძირითადად მისი მოხსენება კიბერ ომს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კინეტიკური და კიბერ ომი შერწყმით გამოიყენეს. შეიძლება ხმელეთზე დაპირისპირება შეწყდა, მაგრამ კიბერ შეტევების განხორციელების ალბათობა ჯერ კიდევ არის. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.