X

ლექციები და ტრენინგები

პროგრამის "საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა" დასრულების ცერემონია

2014 / 07 / 09

2014 წლის 9 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებებს წარმართვის ტექნიკაში”  2013-2014 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.  

 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ევა სმედბერგი და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი. 

მომხსენებლებმა მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას კურსის დახურვა და ასევე მონაწილეთა ახალი, მეშვიდე ნაკადის მიღება. ცერემონიას დაესწრნენ პროგრამის მონაწილენი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პროგრამის კურსდამთავრებულები. ცერემონია დასრულდა ოფიციალური წვეულებით.  

 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.