X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია "ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები"

2015 / 11 / 19

2016 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები - 2 პარტია, 18 კანდიდატი, დებატები, პრაიმერი და პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები“.

საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორმა, პოტომაკის პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა დევიდ სმიტმა აუდიტორიას გააცნო წინასაარჩევნო პროცესების დინამიკა, მიმოიხილა დელეგატების შერჩევის წესი და პარტიების პოლიტიკური კამპანიების პრიორიტეტები. სმიტის თქმით, ფონდების მოძიება და საჯარო გამოკითხვების შედეგები კანდიდატების საარჩევნო კამპანიების ეფექტურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ხმების მოსაპოვებლად.

დევიდ სმიტმა ასევე მიმოიხილა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და მისი სავარაუდო შედეგები საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო განვითარებაზე. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.