X

ლექციები და ტრენინგები

„სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის“ დასრულების ცერემონია

2016 / 02 / 29

2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის „სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის“ დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა გაიარეს 6-თვიანი სასწავლო კურსი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, სოციალური და პოლიტიკური კვლევის მეთოდები, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეთნიკური პოლიტიკა, მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიები და სხვა.  

პროგრამის დასრულების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მმართველი კოალიციისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

პროექტი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) განახორციელა ორგანიზაციის National Endowment for Democracy ( NED) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.