X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა - ” საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაცია”

2004 / 10 / 18

2004 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა დაიწყო სასწავლო პროგრამა ” საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაცია”.  კურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ცოდნა საერთაშორისო ეკონომიკის თეორეიბსა და პრაქტიკაზე. მისი ძირითადი ფოკუსი საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა იქნება. სასწავლო კურსი იმართება პროექტის - ”კავკასიაში საერთაშორისო ურთიერთობებში კვალიფიკაციის ამაღლება” - ფარგლებში. მოცემულ პროექტს მასპინძლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხორციელდება განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.