X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო ვიზიტი სტოკჰოლმში, შვედეთი

2016 / 11 / 11

2016 წლის 6-11 ნოემბერს სასწავლო პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ - ფარგლებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა საჯარო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების შესაძლებლობების გაძლიერებას და უნარების განვითარებას შვედეთის ადამიანური რესურსების მართვის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ კოლეგებს სხვადსხვა უწყებიდან, როგორიცაა სოციალური დაზღვევის სააგენტო, შვედეთის სამუშაო გარემოს სამსახური, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო დასაქმების სააგენტო, შვედეთის სახელმწიფო დასაქმების სააგენტო და ასევე ესტუმრნენ ესკილცუნას მუნიციპალიტეტს.

სასწავლო ვიზიტის ბოლოს შვედეთში საქართველოს საელჩოში მონაწილეებისათვის გაიმართა საზეიმო მიღება. ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ მონაწილეებს მიულოცა სასწავლო ვიზიტის წარმატებით დასრულება.

პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სასწავლო ვიზიტი, ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის (SIPU) მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.