X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „ არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში “

2008 / 10 / 08

2008 წლის 8 ოქტობერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, დანიელ უორნერმა წაიკითხა ლექცია ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შესახებ. ლექცია განკუთვნილი იყო პროგრამის „პროფესიული შესაძლებლობის ზრდა საერთაშორისო ურთიერთობებში“ კურსდამთავრებულთათვის. უორნერმა ისაუბრა საპრეზიდენტო კანდიდატების სოციალური წარმომავლობის, მათი საჯარო გამოსვლებისა და სატელევიზიო დებატების შესახებ. ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.