X

ლექციები და ტრენინგები

„ჩემი სამყაროს“ ვიქტორინა წეროვანში

2017 / 06 / 14

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში, წეროვანის #3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისათვის ჩაატარა ვიქტორინა, რომელშიც 30-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

პროექტი „ჩემი სამყარო“, გარდა კვარტალური ჟურნალების „ჩემი სამყარო“ გამოცემისა, რომლებიც რიგდება როგორც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სკოლებში ზუგდიდსა და  წეროვანში, ისე თბილისის რამდენიმე სკოლასა და რეგიონებში,  მოიცავს ამ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე ვიქტორინების ჩატარებას.

ვიქტორინაში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დასაჩუქრდებიან პრიზებით.

პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყაროს“ - გამოცემა. ჟურნალი წარმოადგენს საკითხავს უფროსკლასელებისთვის და მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. მასში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პილიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო“ გამოდის სამ თვეში ერთხელ, ყოველ ნომერში არის 9 რუბრიკა და კროსვორდი, რომელიც შედგენილია წინა ნომრებში გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ცალი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.