X

ლექციები და ტრენინგები

„ჩემი სამყარო“ - ვიქტორინაში გამარჯვებულები

2017 / 07 / 26

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში  წეროვანის #3, ქ. ზუგდიდში აფხაზეთის #1,  დაბა ხულოსა და სოფ. ზოტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისათვის ჩაატარა რიგით მე-4 ვიქტორინა  და გამოავლინა  გამარჯვებულები.

ვიქტორინაში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებული მოსწავლეების ნაწილი დასაჩუქრდა ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში (Overseas Summer School (BOSS)) 4-კვირიანი საგზურით, ნაწილს კი გადაეცა პერსონალური კომპიუტერები.

პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყარო“ - გამოცემა და სკოლის უფროსკლასელთა შორის გავრცელება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვისა და შემეცნების ინტერესის გაღვივებას. პროექტის ფარგლებში შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან დევნილი სკოლების მოსწავლეებისათვის ყოველწლიურად იმართება ვიქტორინები და გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით. 2017 წელს ვიქტორინა ასევე გაიმართა მაღალმთიან აჭარასა (ხულოს რაიონი) და გურიაში (სოფ. ზოტი) მოსწავლე უფროსკლასელებისათვის.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.