X

ლექციები და ტრენინგები

სალექციო კურსი თემაზე „ირანი და რეგიონი“

2017 / 09 / 19

2017 წლის 18 სექტემბერს შუა აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა და ფონდ ჯეიმსთაუნის შუა აღმოსავლეთის კვლევების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექს ვატანკამ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) ჩაატარა ლექცია თემაზე „ირანი და რეგიონი“.

კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ირანი - ქვეყნის ისტორია, პოლიტიკური მეტოქეობა: პრეზიდენტი „სხვების“ წინააღმდეგ, აშშ-სთან ურთიერთობები, ურთიერთობები სხვა და მეზობელ ქვეყნებთან, არაბული სახელმწიფოები - ბრძოლის მიზეზები.

სალექციო კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.