X

ლექციები და ტრენინგები

სალექციო კურსი სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ

2017 / 10 / 31

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) დაიწყო სალექციო კურსი სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ, რომელსაც უძღვება საჯარო დიპლომატიის ცენტრის მკვლევარი ვივიან ვოკერი. სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა შესავალი საჯარო დიპლომატიაში, სტრატეგიის შემუშავება, გავლენა, ადვოკატირება, ე.წ. „ფრეიმინგი“ , დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა.

ვივიან ვოკერი არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მკვლევარი. მას აქვს  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში 26-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ის ასევე კითხულობდა ლექციებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ომის ეროვნულ კოლეჯში, ვაშინგტონი, სტრატეგიისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული თავდაცვის კოლეჯში, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

სალექციო კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.