X

ლექციები და ტრენინგები

5-დღიანი ტრენინგი თბილისში DCFTA-ს შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის

2017 / 11 / 20

2017 წლის 13-17 ნოემბერს თბილისში რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა 5-დღიანი ტრენინგი DCFTA-ს შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელები, ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში, მომსახურებით ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ბიზნესის დაფუძნება და ოპერირება, სატრანსპორტო მომსახურება, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრენინგი უკვე ჩატარდა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ქ. თელავსა და ქ. ახალქალაქში და ასევე, გაიმართება ბათუმში, გორში, მარნეულსა და ქუთაისში.

პროექტი ხელს უწყობს DCFTA-სა და ვაჭრობის შესახებ ჟურნალისტების მიერ გაშუქებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას ამ მიმართულებით და  DCFTA-სთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას.

პროგრამას ახორციელებს რონდელის ფონდი,  USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.