X

ლექციები და ტრენინგები

შეხვედრა პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებთან

2018 / 03 / 23

2018 წლის 23 მარტს რონდელის ფონდის ორგანიზებით, პროექტის "ჩემი სამყარო" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პანკისის ხეობაში დუისისა და ჯოყოლოს სკოლების მოსწავლეებთან. 

რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ ლექცია წაიკითხა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, ხოლო ამავე ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. 

რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გადასცეს ჟურნალის "ჩემი სამყარო" ოთხი ნომერი. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.