X

ლექციები და ტრენინგები

შეხვედრები ხულოსა და ზოტში სკოლის მოსწავლეებთან

2018 / 04 / 04

2018 წლის 3-4 აპრილს რონდელის ფონდის ორგანიზებით პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში დაბა ხულოსა და სოფელ ზოტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის.

მოსწავლეებს ლექცია წაუკითხეს რონდელის ფოდნის მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ და  საქართველოს  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მომსხსენებლემბა ისაუბრეს საქართველოს ევროპული არჩევანის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

ამავე შეხვედრის ფარგლებში, რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გადასცეს ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ ოთხი ნომერი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.