X

ლექციები და ტრენინგები

მორიგი შეხვედრა პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებთან

2018 / 04 / 25

2018 წლის 25 აპრილს რონდელის ფონდის ორგანიზებით პროექტის "ჩემი სამყარო" ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, დუისისა და ჯოყოლოს სკოლების მოსწავლეებთან.

რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ  ისაუბრა დემოკრატიული სახელმწიფოს უპირატესობებზე და თუ როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ხოლო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მრჩეველმა ანდრო გოცირიძემ მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ამავე შეხვედრის ფარგლებში რონდელის ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გადასცეს ჟურნალის „ჩემი სამყარო“ ახალი მე-19 ნომერი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.