X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთი

2018 / 05 / 18

2018 წლის 12-18  მაoსს პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში გაიმართა საქართველოს საჯარო მოხელეების სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთში, მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკისა და ევროინტეგრაციის საკითხების უკეთ გასაცნობად.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში ჩართულმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 19-მა თანამშრომელმა.

სასწავლო ვიზიტი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო მოხელეების სტუმრობას ტალინში, რათა უკეთ  დაინახონ  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მთავარი საკითხები, ასევე გაიღრმავონ  საერთაშორისო ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები. ვიზიტის დროს მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარები შემდეგ საკითხებში: აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ელ. მმართველობა, ელ. სერვისები; ტრენინგი დიპლომატიური უნარ-ჩვევების განსავითარებლად; უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და სხვა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ინდივიდუალურად შეხვდნენ ესტონელ კოლეგებს სხვადასხვა საჯარო უწყებაში.

ვიზიტის ბოლოს ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორმა ეკე ნომმა პროგრამის მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და რონდელის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის თანამშრომლობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.