X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის

2018 / 06 / 23

2018 წლის 23 ივნისს რონდელის ფონდში ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პირველი მოდული პოლიტიკური სოციოლოგიის შესახებ.

პროგრამის მიზანია პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობა, რისთვისაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემუშავებულია ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა.

წლევანდელი ჯგუფი რონდელის ფონდის პოლიტიკური სკოლის უკვე მერვე გამოშვებაა.  პროგრამის ფარგლებში  პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები ცოდნას გაიღრმავებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: პოლიტიკური სოციოლოგია და იდეოლოგიები, მასმედია და კომუნიკაცია, პოლიტიკის ანალიზი, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკა.

სასწავლო პროგრამას ახორციელებს რონდელის ფონდი „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (National Endowment for Democracy - NED) ხელშეწყობით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.