მულტიმედია
პანკისის ხეობის ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია
2020 / 09 / 29
პროექტის "ჩემი სამყარო“ ფარგლებში პანკისის ხეობის ახალგაზრდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ჩატარდა.
პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში მიმდინარეობს 2013 წლიდან, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ცოდნის გაფართოებას. პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფებია: დევნილი ბავშვები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, მაღალმთიანი აჭარის, გურიისა და პანკისის ხეობის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები.