X

შეხვედრები და დისკუსიები

ვებინარი კორონავირუსის პანდემიის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე

2020 / 04 / 17

COVID-19 გახდა ყველაზე აქტუალური პრობლემა მსოფლიოში, რომელსაც უკვე აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შედეგები.

სწორედ ამ პრობლემაზე 16 აპრილს, რონდელის ფონდში გაიმართა ვებინარი, რომელიც ფონდის ონლაინ დისკუსიების სერიის პირველ ნაწილია. დისკუსიის დახმარებით აუდიტორიას მიეცა საშუალება მოესმინათ მოსაზრებები,  ევროპიდან, ამერიკიდან და მოსკოვიდან მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.  

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თორნიკე გორდაძე, პო-ცენტრის საერთაშორისო კვლევებიდან (პარიზი), მაიკლ კარპენტერი პენ ბაიდენის ცენტრიდან (ვაშინგტონი) და ეკატერინე კოტრიკაძე ტელეკომპანია RTVI–დან (მოსკოვი).   

დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი შოთა უტიაშვილი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.