X

შეხვედრები და დისკუსიები

ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის ვიზიტი

2005 / 06 / 09

2005 წლის 7 ივნისს საქართვლოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა არტურას პაულაუსკას, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის (სეიმას) თავჯდომარეს. სტუმარი შეხვდა ფონდის მეცნიერ-თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრის დროს პალაუსკამ ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ლიტვის გამოცდილებაზე, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოსი, რომელიც მიიღეს მოცემულ მონეტარულ და პოლიტიკურ კავშირში. მან ბევრი პარალელი გაავლო ბალტიის ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიას შორის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ლიტვური მოდელი შესთავაზა, აგრეთვე მან ხაზი გაუსვა ლიტვასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას ევროპულ საზოგადოებასთან საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხში. სტუმარმა აღნიშნა საქართველოსთვის მეზებლებთან თანამშრომლობის საჭიროება, რათა წარმოაჩინონ სამხრეთ კავკასია, როგორც განვითარებისა და ზრდის დიდი პოტენციალის მქონე სივრცედ და ასეთი თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად სუამი მოიყვანა. სიტყვის დასასრულს პალაუსკამ რუსეთის ფედერაციაზე ისაუბრა. მისი აზრით ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის და კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საჭიროება დგას.

შეხვედრა გაგრძელდა ევროკავშირში და ლიტვის პოლიტიკაში მიმდინარე საკითხებზე  მოკლე დისკუსიით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.