X

შეხვედრები და დისკუსიები

რონდელის ფონდი იწყებს ვებინართა სერიას თემაზე - ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ხედვა

2020 / 11 / 12

რონდელის ფონდი იწყებს ვებინართა სერიას, რომელიც შეეხება რეგიონში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს. ვებინარების მიზანია განახლებული და ამომწურავი შეფასების მიღება სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. სხვადასხვა მხარის მოწვევა შესაძლებლობას გვაძლევს გადმოვცეთ განსხვავებული ხედვები და პერსპექტივები განსახილველი საკითხების გარშემო.

პირველი ვებინარი, რომელიც წარადგენს სომხეთის ხედვას, ჩატარდა პარასკევს, 13 ნოემბერს 18:30 საათზე.

სპიკერი - სტეპან გირგორიანი, გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე.
მოდერატორი - შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

სამუშაო ენა: რუსული, ინგლისური (სინქრონული თარგმანი).

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.