X

შეხვედრები და დისკუსიები

ვებინარი თემაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე

2020 / 12 / 10

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ცოტა ხნის წინ დასრულებული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ჩვენს რეგიონში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაჩნდა ახალი საყურადღებო გარემოებები. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი რჩება წამყვან მოთამაშედ სამხრეთ კავკასიაში. ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა სწორად გააზრება თუ როგორია რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობების ბოლო წლების დინამიკა, როგორ შეიძლება იგი განვითარდეს უახლოეს მომავალში და რაც მთავარია რას შეიძლება ელოდოს საქართველო რუსეთის მხრიდან.


მოდერატორი:

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

სპიკერები:

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.
თორნიკე თურმანიძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი.

სამუშაო ენა - ქართული.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.