X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე

2021 / 03 / 12

2021 წლის 11 მარტს რონდელის ფონდის პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენას ერთი მხრივ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და თემთა ლიდერების, ხოლო მეორე მხრივ - ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ღონისძიების შემდეგ მონაწილეებმა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის, პირადი კომუნიკაციისა და აზრთა მიმოცვლის სურვილი.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.