შეხვედრები და დისკუსიები
ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა და გამოწვევები
2021 / 11 / 19
19 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" – „ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა და გამოწვევები“.
ქართულ-ჩინური ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკური პროცესია, რომლის შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვროა. თუმცა, ხასიათდება მნიშვნელოვანი გამოწვევებით, არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელსაც ბოლო პერიოდში კორონომიკური გამოცდაც ერთვის თან.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებლები:
ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მარიამ ლაშხი, კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.