შეხვედრები და დისკუსიები
დისკუსია თემაზე "ჩინეთის დიპლომატიური მანევრები''
2023 / 03 / 28
24 მარტს, რონდელის ფონდში ჩატარდა დისკუსია თემაზე "ჩინეთის დიპლომატიური მანევრები".
ფონდის მკვლევრებმა - მედეა ივანიაძემ, ალექსი პეტრიაშვილმა, ზურა ბატიაშვილმა და გიორგი ბადრიძემ განიხილეს ჩინეთის დიპლომატიის გააქტიურება საშუამავლო მისიების მიმართულებით, ჩინეთის 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით და სხვა აქტუალური საკითხები.
დისკუსიაში მონაწილეობას ექსპერტები, მკვლევრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები იღებდნენ.