შეხვედრები და დისკუსიები
შეხვედრები რეგიონებში თემაზე: ,,საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში: შესაძლებლობები და გამოწვევები.“
რონდელის ფონდი განაგრძობს შეხვედრებს რეგიონებში თემაზე: ,,საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინში: შესაძლებლობები და გამოწვევები.“ ფონდის მკვლევრები კახა გოგოლაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ქუთაისსა და თელავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევებს, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, რა მოლოდინები არსებობს ამ ეტაპზე და როგორია კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა.
რონდელის ფონდი პროექტს ,,საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების ძალისხმევის გაძლიერება“ ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ოთხი ყველაზე პრობლემური პუნქტის შესრულების მონიტორინგი.