X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია თემაზე „რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები“

2023 / 07 / 20

2023 წლის 18 ივლისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები“

რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის უარყოფისა, აჩენს კითხვებს, თუ რატომ გახდა ეს თემა კვლავ აქტუალური რუსეთისთვის. დისკუსიაზე განხლული იყო თუ ვის მოუტანს სარგებელს და ზიანს ეს პროექტი და რა საფრთხეებს შეიცავს მისი განხორციელება საქართველოსთვის. აგრეთვე, როგორ უკავშირდება ეს საკითხი, ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსა და, მეორე მხრივ, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რონდელის ფონდის მკვლევრებმა, ალექსი პეტრიაშვილმა, მამუკა კომახიამ და გიორგი ბადრიძემ გასცეს პასუხი ამ  თემასთან დაკავშირებულ კითხვებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.