X

შეხვედრები და დისკუსიები

პანკისის ხეობაში მოქმედმა ცენტრმა “ილუმინატორმა” გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან

2023 / 07 / 25
მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში გრძელდება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.
 
ამჯერად პანკისის ხეობაში მოქმედმა ცენტრმა “ილუმინატორმა” გამართა სამუშაო შეხვედრა ქ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან.
 
პანკისელ ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ესაუბრათ თავიანთ გეგმებზე, თემში არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ახმეტის მერიასთან დაიგეგმა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით ახალგაზრდების პროექტის „სამოქალაქო აქტივიზმი პანკისელი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ ფარგლებში. თანამშრომლობის მიზანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის საქმიანობაში და აქტივიზმის მხარდაჭერა.
 
რონდელის ფონდი მცირე გრანტების პროექტს „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ ახორციელდებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.