X

შეხვედრები და დისკუსიები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

2007 / 11 / 27

2007 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან კუბიში. კუბიში ევროკავშირის მინისტრების საბჭოს თავმჯდომარეა 2006 წლის ივლისიდან. წარსულში მას ეკავა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მინისტრს საშუალება მისცა შეხვედროდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დისკუსია გაემართა ორი ქვეყნის უერთიერთობების, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრი შეეხო მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.