X

შეხვედრები და დისკუსიები

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

2009 / 02 / 16

2009 წლის 16 თებერვალს საქართვლოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრნენ ჰაიფას უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მიწვეული ლექტორი, დოქტორი ბრენდა შაფერი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის დეკანის თანაშემწე, თალეჰ ზიადოვი, რომელთაც გამართეს შეხვედრა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მათ ისაუბრეს აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაზე, მის მისიაზე, აკადემიურ პროგრამებზე, მიღების წესებზე, ფინანსური დახმარების პირობებსა და კურიკულუმზე.

შეხვედრაზე აჩვენეს ვიდეო აკადემიის შესახებ და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.