X

შეხვედრები და დისკუსიები

„შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ შეხვედრა

2009 / 09 / 25

2009 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტ “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელში” ჩართულ ქართველ ექსპერტთა პირველი შეხვედრა. პროექტი ხორციელდება კრიზისების მართვის ინიციატივასთან თანამშრომლობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში თვითმმართველი სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. პროექტის სტრუქტურა უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას.

პროექტის ფარგლებში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტის ცნობილი ექსპერტთა საბჭოები მოაწყობენ შეხვედრებსა და დისკუსიებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს შავი ზღვის რეგიონის ანალოგიურ საბჭოებთან შეხვედრებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.