X

შეხვედრები და დისკუსიები

ნატოს წარმომადგენლების ვიზიტი

2005 / 09 / 29

2005 წლის 28 სექტმბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ჯეიმს მაქკეის, ნატოს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების განყოფილების სამხრეთ კავკასიის ბიუროს მოხელეს და ბრიუს ბაქს, ნატოს მშვიდობის დაგეგმვის თანამშრომლობის და განხილვის პროცესის საქართველოზე პასუხსმეგებელ ოფიცერს. სტუმრებთან შეხვედრის დროს განიხილეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები. საქართველო ნატოს წევრობით დაინტერესებულია 1994 წელს გამართული "პარტნიორობა მშვიდბოსთვის" სამიტის პერიოდიდან. მაქკეის აზრით ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია სამ ფაქტროზე: ინტელექტუალური ფუნქციონალური თავსებადობა, ინსტიტუციური რეფორმები და რეგიონალური და საერთაშორისო ოპერაციები. ინტელექტულაური ფუნქციური თავსებადობა გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებში მომუშავე პირების უნარების დახვეწას. ნატოსთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუციური რეფორმები, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მთავრობაში, განსაკუთრებით კი თავდაცვის ხარჯების საკითხთან დაკავშირებით. რეგიონალური და საერთაშორისო ოპერაციები ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ფუქნციური თავსებადობის განვითარებს სხვა ქვეყნებთან, რათა დაეხმაროს საქართველოს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

2004 წლის ოქტომებრს დამტკიცდა საქართველოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. მოცემულ გეგმაში აღწერილია ის რეფორმები და ქმედებები, რომელიც საქართველომ უნდა შეიმუშავოს, რათა მას მიეცეს ნატოს წევრობის შესაძლებლობა. ბაქის თქმით საქართველოს სამხედრო სექტორი ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას, მაგრამ დიდი შრომის შედეგად მათი გადალახვა შესაძლებელია. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.