X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია - ”ნატოს ლისაბონის სამიტის მოლოდინი”

2010 / 11 / 08

2010 წლის 8 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდმა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან ერთადა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას - ”ნატოს ლისაბონის სამიტის მოლოდინი”. დისკუსიის თავმჯდომარე იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი. დისკუსიის დროს სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმიტი, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი თომას ლუკი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ელენე ხოშტარია.

მოცემულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ფონდის საკონფერენციო დარბაზში 120-მდე ადამიანი შეიკრიბა. დისკუსია სიტყვით გახსნა ელენე ხოშტარიამ. მან მიმოიხილა საქართველოს წინსვლა ნატოსკენ, შეეხო საქართველოს მიერ წლიური ეროვნული გეგმის შესრულების საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ დგას ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ესტონეთის ელჩმა, თომას ლუკმა, იმსჯელა ნატოს, როგორც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად სწორ არჩევანზე და ეს საკითხი ესტონეთის მაგალითს შეადარა. ირაკლი მენაღარიშვილმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები გარე (არა მთავრობის) პოზიციიდან განიხილა. თავისი გამოსვლის დროს დევიდ სმიტმა განაცხადა, რომ იგი სამიტის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან  ალიანსი დიდი ყურადღებას იჩენს რუსეთის მიმართ. თუმცა მაინც დაეთანხმა  ხოშტარიას, რომ საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია და ის კვლავ უნდა იყოს ალიანსის წევრობის მთავარი კანდიდატი.

სტუმრების მოხსენებების შემდეგ დისკუსიაში დამსწრე საზოგადოებაც ჩაერთო. დამსწრეთა შორის იყვნენ მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები და სტუდენტები. ღონისძიება  დახურული იყო მედია-საშუალებებისთვის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.