X

შეხვედრები და დისკუსიები

ნატოში ლატვიის მუდმივი წარმომადგენლის კესტუტის იანკაუსკასის საჯარო ლექცი

2012 / 06 / 15

2012 წლის 15 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ნატოში ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა წაიკითხა საჯარო ლექცია. ლექციის თემა  იყო ჩიკაგოს სამიტი და მისი შედეგები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ სამ ძირითად საკითხს, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილებოდა. ეს იყო:

1) ნატოს სამომავლო სამხედრო შესაძლებლობები; ფორმატი, რომელშიც განაგრძობს ნატო თანამშრომლობის პროგრამებისა და მრავალმხრივი პროექტების განხორციელებას; ალიანსის სამომავლო კონსოლიდაცია წევრ სახელმწიფოებს შორის ფუნქციების გადანაწილების პროცესთან დაკავშირებით; თავდაცვის შესაძლებლობების შესახებ სამიტის დეკლარაცია, რომელიც წარმოაჩენს ახალ მიდგომას -„გონივრული თავდაცვა“, როგორც ეფექტური გზა ახალი საშიშროების დაძლევის პროცესში ნატოს შესაძლებლობებზე ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზეგავლენის შერბილებისთვის.

2) რამდენ ხანს აპირებს ნატო ავღანეთში სამხედრო ძალების კონტინგენტის შენარჩუნებას და რა სტრატეგია იქნება შერჩეული ავღანეთის უშიშროებისა და სამხედრო სტრუქტურებისათვის კონტროლის უმტკივნეულოდ გადასაბარებლად.

3) პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა - პარტნიორებთან ახალი, ორმხრივად სასარგებლო პროექტების შემუშავების საკითხი. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. დემოკრატიული რეფორმების გზაზე საქართველოს წარმატების ოფიციალური აღიარება და საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციებში ქვეყნისთვის უნდა წარმოადგენდეს სტიმულს, რომ უფრო დაახლოების მიზნით გაგრძელდეს წინსვლა ალიანსისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ელჩმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გამოხატა საკუთარი მოსაზრება საქართველოს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე. კესტუტის იანკაუსკასი ნატოსა და ევროკავშირს შორის უშიშროებისა და თავდაცვის თემებზე გაღრმავებული თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.