X

შეხვედრები და დისკუსიები

მშვიდობისა და განიარაღების ჩინეთის სახალხო ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

2016 / 04 / 11

2016 წლის 11 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მშვიდობისა და განიარაღების ჩინეთის სახალხო ასოციაციის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუ ჰონგჯოუ. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები მერაბ კაკულია და ვალერი ჩეჩელაშვილი. 

მხარეებმა განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, გამოთქვეს კმაყოფილება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების გამო და ხაზი გაუსვეს ურთიერთქმედების გააქტიურების აუცილებლობას აბრეშუმის გზის პროექტის წარმატებისათვის. 

მშვიდობისა და განიარაღების ჩინეთის სახალხო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იუ ჰონჯგუნმა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ერთობლივი მშენებლობის პროცესში საქართველოსა და ჩინეთის წინაშე არსებული შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ ილაპარაკა. დელეგაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.