X

შეხვედრები და დისკუსიები

პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან

2016 / 06 / 03

2016 წლის 3 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო სემინარი - „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან.“  მოხსენება წაიკითხა ეკონომიკის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით სიხარულიძემ. 

მოხსენების თემა იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენა ადგილობრივ ინვესტიციებზე (ჩათრევისა და გამოდევნის ეფექტი), რომელსაც საფუძვლად მომხსენებლის სამეცნიერო კვლევის შედეგები  დაედო. მოცემულ კვლევის თანახმად უცხოური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაზე მთლიანობაში პოზიტიურ გავლენას ახდენენ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები და სტუდენტები. შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.